
რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ

გვესმის, რომ მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან პოლიტიკურ თემებზე საუბარი წარმოუდგენელ საქმედ გეჩვენება. “მაინც ყველაფერი ჩხუბით დამთავრდება” არა?
მაგრამ სინამდვილე სხვაგვარია – რაც მეტს ვსაუბრობთ ამ თემებზე, მით უფრო იზრდება ურთიერთგაგება და უფრო მეტ საერთო წერტილს ვპოულობთ.
ეს თამაში ახალგაზრდებისთვის შექმნილი გზამკვლევია – ინსტრუმენტი, რომელიც მათ დაეხმარება ოჯახის წევრებთან ყველაზე რთული საუბრების მშვიდობიანად წარმართვაში.
და კი, ეს გულისხმობს ბაბუასთან პოლიტიკაზე საუბარსაც!
,,შშმ ქალთა ალიანსის’’, ქალთა ფონდ „სოხუმის“ და ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის’’ მხარდაჭერით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თამაში დაეხმარება მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაახლოებას, თუნდაც საერთო ვახშმისას.


