კითხვა 1/10
ბაბუა ამბობს: ამ ქვეყანაში ყველაფერი ქალების ბრალია. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
აბა, მაჩვენე, რა შეგიძლია!
სწორი პასუხი: მოუსმინე და გაუგე

ყოჩაღ! თუ გინდა, რომ ვინმეს მოსაზრებაზე იქონიო გავლენა, ცხადად აჩვენე, რომ შენც უსმენ.

სათქმელის დასრულების შემდეგ კი აგრძნობინე, რომ კი - შენც გინდა საქართველოსთვის ყველაფერი საუკეთესო.

მაგრამ ქალი პოლიტიკოსების ლანძღვა მხოლოდ ართულებს ნამდვილ პრობლემებზე კონცენტრაციას (თან ბებოს უგემრიელესი ხინკალიც ცივდება!)

Happy Grandpa
ბებოს მოხვეულ ხინკალს არაფერი სჯობს!
khinkali emoji khinkali emoji khinkali emoji khinkali emoji khinkali emoji
არასწორი პასუხი

უხ, როგორ არ უყვარს ბაბუას როცა აწყვეტინებენ! ახლა მოგიწევს, რომ მოუსმინო მის ბრაზიან საუბარს.

ნაცვლად იმისა, რომ შეაწყვეტინო, აგრძნობინე, რომ უსმენ. აცადე, გამოხატოს თავისი აზრები. 

ის იგრძნობს, რომ მოუსმინეს და საუბარი ბევრად უკეთ წარიმართება. შეიძლება რაღაცაზე შეთანხმდეთ კიდეც!

Furious Grandpa
როგორ გამიბედე?!
კითხვა 2/10
ბაბუა ქალ ჟურნალისტებზეა გაბრაზებული - იგი ამტკიცებს, რომ ისინი ზედმეტ პრობლემებს ქმნიან. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
არასწორი პასუხი

უი! Საუბარი ცხარე დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბაბუა „ბრძოლის რეჟიმში“ გადავიდა. ყველამ თავს უშველეთ!

მომავალში ასეთი რთული საკითხებისთვის ჯობია სწორი მომენტის შერჩევა - განცალკევებით საუბარი ორივესთვის კომფორტულ და უფრო გულწრფელ გარემოს შექმნის.

მაგალითად, როცა მისი უგემრიელესი ღვინის დამზადებაში ეხმარები!

Furious Grandpa
თქვენი თაობის პრობლემა იცი, რა არის? $%£^£
სწორი პასუხი: ესაუბრეთ პირადად

ყოჩაღ! რთული საკითხებისთვის ჯობია სწორი მომენტის შერჩევა - ცალკე საუბარი ორივესთვის კომფორტულ და უფრო გულწრფელ გარემოს შექმნის.

მაგალითად, როცა მისი უგემრიელესი ღვინის დაყენებაში ეხმარები. თან ასე სუფრასთანაც ნაკლები მსხვერპლი იქნება

hearts around grandpa
ღვინო დარჩა?
კითხვა 3/10
ბაბუა გიზიარებს სოციალურ ქსელში ნაპოვნ პოსტს, სადაც ქალ პოლიტიკოსს ტუჩსაცხის გამო აკრიტიკებენ. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
არასწორი პასუხი

უი! არადა ბაბუას ძალიან უყვარს სოციალური ქსელები – განსაკუთრებით თევზაობის ვიდეოები. 

აღარასოდეს დასრულდება ეს საუბარი…

ამას ჯობია, აუხსნა, რომ ნებისმიერ ონლაინ ინფორმაციას საღი ეჭვით უნდა შეხედოს. 

ვინ რჩება მოგებული ამ ინფორმაციის გავრცელებით? 

რატომ საუბრობს ამ თემაზე ზოგი კონკრეტული ინფლუენსერი?

angry Grandpa
ქალების ადგილი სამზარეულოშია
fish emoji fish emoji fish emoji fish emoji fish emoji
სწორი პასუხი: დაეხმარე მეგობრებს და ოჯახის წევრებს ონლაინ სივრცეში

ყოჩაღ! შენ შეგიძლია ბაბუას აუხსნა, რომ ნებისმიერ ონლაინ ინფორმაციას საღი ეჭვით უნდა შეხედოს. 

ვინ რჩება მოგებული ამ ინფორმაციის გავრცელებით? 

რატომ საუბრობს ამ თემაზე ზოგი კონკრეტული ინფლუენსერი? 

და ბოლოს, ვინ გარეცხავს ჭურჭელს ვახშმის შემდეგ? 

sherlock grandpa
კითხვა 4/10
ბაბუა გაბრაზებულია უმცირესობათა თემის წარმომადგენელ ქალ აქტივისტზე. “რა უფლებით გამოხატავენ პროტესტს ჩვენს ქვეყანაში?!” – ამბობს ის. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
სწორი პასუხი: დაუკავშირე საუბარი საერთო ღირებულებებს

ყოჩაღ! საქართველოში ყოველთვის გვჯეროდა სტუმართმოყვარეობის, სამართლიანობისა და პატივისცემის ნებისმიერი ადამიანის მიმართ. შეახსენე ბაბუას, რომ სწორედ ამ ღირებულებების დაცვაა ქალთა უფლებების საფუძველი  (და არც იმისი შეხსენება დაგავიწყდეს, რომ მწვადიც გადასატრიალებელია).

svani grandpa
party emoji party emoji party emoji party emoji party emoji party emoji party emoji party emoji party emoji party emoji
არასწორი პასუხი

ეჰ, ამინდზე საუბარი იმდენად მოსაწყენი გახდა, რომ ყველას ჩაეძინა. ბაბუას ხვრინვა ცამდე აღწევს! 

შემდეგ ჯერზე ეცადე იპოვო ისეთი თემა, რაზეც ორივენი თანხმდებით, როგორიცაა თუნდაც, საერთო ქართული ღირებულებები. 

თუ თქვენი თანამოსაუბრე ჩათვლის, რომ ორივეს საერთო ამოსავალი წერტილი გაქვთ, უფრო ღია იქნება თქვენი დებულებების მოსასმენად.

sleeping grandpa
კითხვა 5/10
ბაბუა ქალი ჟურნალისტის ჩაცმულობას აკრიტიკებს – რა უბედურებაა ლეოპარდის კოპლებიანი ფეხსაცმელი?! რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
არასწორი პასუხი

უი! ბაბუას უკვე სახეზე ეტყობა გაბრაზება! ვინ იფიქრებდა, რომ ასე მტკივნეულად აღიქვამდა შენიშვნას საკუთარ ჩაცმულობაზე.

მისია გაუქმებულია! სჯობს, პირადი გამოცდილება გაუზიარო - რაღაც ისეთი, რასაც მარტივად ვერ უარყოფს.

Angry Grandpa
თქვენი თაობის პრობლემა იცი, რა არის? $%£^£
სწორი პასუხი: გაუზიარე პირადი გამოცდილება.

ყოჩაღ!  თუკი ბაბუა შენს ჩაცმულობას არ განსჯის, რატომ უნდა აკრიტიკოს სხვა ქალები? 

ჰკითხე, როგორ იგრძნობდა თავს, თუ ვინმე მისი საყვარელი ადამიანის გარეგნობაზე ისაუბრებდა, და არა მათ მიღწევებზე? 

მითუმეტეს - თავად ბაბუას ხომ არავინ განსჯის მისი უცნაური წინდების გამო!

Happy Grandpa
socks emoji socks emoji socks emoji socks emoji socks emoji socks emoji
კითხვა 6/10
ბაბუა ამბობს: ქალები სახლში უნდა ისხდნენ და ბავშვებს აჩენდნენ, და არა – ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ! რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
სწორი პასუხი: სიყვარულით შეეწინააღმდეგე

ყოჩაღ! არაუშავს, თუ არ ეთანხმები – მთავარია, ეს სიყვარულით უთხრა. შეახსენე ბაბუას, რომ ასეთ თემებზე საუბრისას ოჯახური ვახშამი ბრძოლის ველად არ უნდა გადაიქცეს.

Happy Grandpa
heart eye emoji heart eye emoji heart eye emoji heart eye emoji heart eye emoji
არასწორი პასუხი

უი. ვახშამზე ბაბუასთან დაპირისპირება ცუდი იდეაა. ის ამით ნამდვილად არაა ბედნიერი.

როგორც ჩანს, ვიღაცა ახალ წელს ჩუმად ნაჩუქარი ფულის გარეშე დარჩება!

მომავალში აჯობებს რომ საუბრისას პიროვნულად აღარ შეუტიო. არაუშავს, თუ არ ეთანხმები – მთავარია, ეს სიყვარულით უთხრა. 

Furious Grandpa
ბანკი “ბაბუა” დახურულია!
money face emoji money emoji money face emoji money emoji money face emoji money emoji money emoji
კითხვა 7/10
ბაბუა გაბრაზებულია ქალ აქტივისტებზე.  ქალი აქტივისტები ქვეყანას პრობლემებს უქმნიან! ნუთუ მათ ოჯახი და შვილები არ ჰყავთ მოსავლელი?! რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
სწორი პასუხი: ნაბიჯ-ნაბიჯ ააგე ხიდები.

ყოჩაღ! არაა აუცილებელი აჩქარება. ძალიან ძნელია ღრმად  გამჯდარი შეხედულებების ერთ დღეში შეცვლა. 

რაც უფრო მეტი პატივისცემით საუბრობ, მით უფრო დიდია შანსი, რომ მომავალში ბაბუა შენს აზრს გაითვალისწინებს. 

ნებისმიერი, თუნდაც მცირე საუბრით შეგიძლია სხვისი შეხედულების შეცვლა. 

Happy Grandpa
partying face emoji partying face emoji partying face emoji partying face emoji partying face emoji partying face emoji partying face emoji partying face emoji
არასწორი პასუხი

უი! ბაბუამ ისევ დაიწყო თავისი “ადრე ყველაფერი უკეთ იყო“ სიტყვა. ყველამ თავს უშველოს!

მომავალში ეცადე, კამათის ნაცვლად ნელ-ნელა გააბა კავშირი მასთან.

Furious Grandpa
ჩემს ახალგაზრდობაში...
კითხვა 8/10
ბაბუა გაჩვენებს „სასაცილო“ ვიდეოს, სადაც ქალ პოლიტიკოსებს სექსისტურ სახელებს უწოდებენ. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
არასწორი პასუხი

უი! ბაბუას სიჩუმე არ უყვარს. ისე დაძაბულად გიყურებს მაგიდის მეორე ბოლოდან, რომ  შოკოლადიც კი დნება. 

მომავალში ეცადე, შენი აზრი სიტუაციის დაძაბვის გარეშე დააფიქსირო. და თანაც, არ არსებობს ისეთი დაძაბულობა, რასაც კატის მხიარული ვიდეო ვერ გაანეიტრალებს!

angry grandpa
თქვენი თაობის პრობლემა იცი, რა არის? $%£^£
სწორი პასუხი: მტკიცედ და მშვიდად დაიცავი შენი პოზიცია

ყოჩაღ! ბაბუასთან დაპირისპირება არაა სასიამოვნო, მაგრამ არ არსებობს ისეთი დაძაბულობა, რასაც კატის მხიარული ვიდეო ვერ გაანეიტრალებს! 

 მთავარია, ცხადი იყოს, რომ მხოლოდ ვიდეოსთან გაქვს პრობლემა და არა ბაბუასთან. ქალების დამცირება კი არასდროს არის სასაცილო.

smiley grandpa
cat face emoji cat face emoji cat face emoji cat face emoji cat face emoji
კითხვა 9/10
შენ და ბაბუა მთელი ვახშმის განმავლობაში ქალთა ლიდერობაზე საუბრობდით, მაგრამ მაინც დაგრჩათ უთანხმოებები. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
არასწორი პასუხი

უი! ბაბუა გაბრაზდა და ახლა მართლაც მთელი ღვინის დალევას აპირებს. 

ეს ცუდად დასრულდება... 

თუ საუბარი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, შენ მაინც დადებითი ტონი შეინარჩუნე.. თან ასეთ თემებზე საუბრის დაწყება უკვე დიდი მიღწევაა!.

- ასე რომ, ხალასი მიდგომა ყველას აბედნიერებს (და ბაბუასაც აღარ დასჭირდება დათრობა ).

Furious Grandpa
დღჭკ !! სლლჯნფ
სწორი პასუხი: დარჩი პოზიტიურ განწყობაზე

ყოჩაღ! არ ინერვიულო, თუ საუბარი იდეალურად არ წარიმართა. ასეთ თემებზე საუბრის დაწყება უკვე დიდი მიღწევაა!

 მსუბუქმა და ხალისიანმა პასუხებმა კიდევ ერთხელ გადაგარჩინა ოჯახური ვახშამის დროს!

Happy Grandpa
კითხვა 10/10
ბაბუა მთელი ვახშმის განმავლობაში ლაპარაკობს ვიდეოზე, სადაც ქალი პოლიტიკოსი ტუჩსაცხს ისვამს იმ დროს, როცა პარლამენტში უნდა ყოფილიყო. ამ ქალს ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებს! – ამბობს ბაბუა. რას უპასუხებ შენ?
Neutral Grandpa
მზად ხარ?
სწორი პასუხი: არ გაიმეორო სიძულვილის ენა

ყოჩაღ! რაც უფრო ხშირად ვისმენთ მცდარ ინფორმაციას, მით უფრო მეტად გვჯერა მისი.

ამიტომაც, როცა მცდარ განცხადებებს ვასწორებთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შემთხვევით თავად არ შევუწყოთ ხელი მათ გავრცელებას.

smiley grandpa
sh face emoji sh face emoji sh face emoji sh face emoji sh face emoji sh face emoji sh face emoji
არასწორი პასუხი

ახლა როცა სიტყვები "პოლიტიკოსი" და "ტუჩსაცხი" კვლავ ახსენე, ყველა მხოლოდ "ტუჩსაცხიან პოლიტიკოსზე" ფიქრობს და საუბრობს. ეს არ იყო კარგი გეგმა.

დეზინფორმაციის გამოსწორებისას გაითვალისწინე, რომ თავადაც არ შეუწყო ხელი მის გავრცელებას! 

Furious Grandpa
თქვენი თაობის პრობლემა იცი, რა არის? $%£^£
lipstick emoji lipstick emoji lipstick emoji lipstick emoji lipstick emoji